პოლიტიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Pegasus-ი იწყებსა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. საქართველოში ავიაკომპანია Pegasus თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ასრულებს ფრენებს.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია