პოლიტიკა

ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი, ყვარელი და ლაგოდეხი დააზარალა. მოსახლეობა მიყენებულ ზარალს ითვლის.

ყვარელში ქინძმარულის ზონაში დაისეტყვა ჰექტრობით ვენახი. მევენახეების ინფორმაციით, მოსავლის 80% განადგურდა. დასეტყვილია ასევე ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები.

ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები.

სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დღეს დილიდან უკვე დაიწყო და მოხდება ზარალის დათვლა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – თბილისში მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება

თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება. ერთ-ერთი ვარკეთილში, ხოლო მეორე გლდანში იქნება. როგორც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია