პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, მინისტრი ირაკლი ქარსელაძის გადადგომას და დაკითხვას ითხოვს.

„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია