პოლიტიკა

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება 14 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.

55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომღერალს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეო კლიპი. იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. მაყურებელი მას ასევე კარგად იცნობს „იუმორინას“ სცენიდან. სხვადასხვა დროს იყო არაერთი სატელევიზიო არხის, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია