პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი – პარაპლანით ფრენების რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული კანონმდებლობით მოხდება

„პარაპლანით ფრენების რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული კანონმდებლობით მოხდება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარაპლანით ფრენის განსახორციელებლად, იქნება ეს სამოყვარულო თუ სასწავლო ფრენა, ნებისმიერ ადამიანს დასჭირდება, აიღოს ფრენის შესაბამისი მოწმობა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. ამასთან, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება ე.წ. უსაფრთხო საფრენოსნო ბარიერები, ხოლო ფრენების ოპერატორებს მოუწევთ სერტიფიცირების უზრუნველყოფა იმ კონკრეტულ არეალებზე, საიდანაც უშუალოდ მოხდება პარაპლანების სერვისის მიწოდება.

კანონპროექტი ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.

პროექტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც ექნებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მინიჭებული ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია და შესაბამისი ლიცენზიები. ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.

„აღნიშნული კანონის პროექტით შემოგვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული რეგულირების მიმართულება, რაც უზრუნველყოფს, უპირველესად, ფრენების უსაფრთხოებას და იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ახორციელებენ სერვისის მიწოდებას და მოხმარებას. ხაზგასასმელია, რომ მოხდება კონტროლი უშუალოდ პარაპლანების აღჭურვილობის მონიტორინგზე, ასევე მფრინავებს ექნებათ მნიშვნელოვანი ახალი მოთხოვნა, რაც გულისხმობს შესაბამისი დაზღვევის ქონას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას თუ პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც ზედამხედველობას და კონტროლს გაუწევს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია