პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს, მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

„რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევებში  არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. მათივე თქმით, საპატრიარქოში ეჭვი არსებობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა წამლავდნენ.

მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. არსებული ინფორმაციით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

 

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია