პოლიტიკა

მეგი გოგიტიძე – არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ – არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ…

მომღერალი მეგი გოგიტიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მას ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან ხშირი კავშირის გამო. ამჯერად, სიმღერის ჩაწერისას რუსულად საუბრის გამო დაიმსახურა ხალხის უარყოფითი ემოციები.

“გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და ამისი ავტორები თქვენ არახართ ვიცი… ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და (გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსების) უბრალოდ ფესვების გარეშე ხე ვერ იარსებებს…

ჯერ წინაპრებს ეცით პატივი, მერე ეკლესიის ლანძღვას მოეშვით და მერე მოდით და მაკრიტიკეთ მე, რომელ ენაზე ვმღერი, თურმე, რა ფერის თმა მაქ და რავიცი. თქვენ ვერ გაიგებთ ჩემსას და ტყუილად იშლით ნერვებს. აბა, ყოჩაღად იყავით და დროა უკვე ცოტა გამოთავისუფლდეთ და უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკის გარეშე ამოისუნთქოთ ადამიანურად. (ეძღვნება მათ, ვისაც შეეხება).”

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია