პოლიტიკა

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებისმიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,”- აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ ბადრიაშვილი 34 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა, ის იყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მთამსვლელი, ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოსა და “ოქროს წერაყინის” მფლობელი.

 

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია