პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრით სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემ პოლონეთში განაცხადეს.

„სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება უმაღლეს დონეზე ხორციელდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება მიღწეული არ იქნება. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო, ჩვენი გამოწვევა არის დრო, უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია. შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა იმ პროცესის დაკარგვას, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ იმ ჭრილსა და მორევში ჩაგვითრევს რუსეთი, რასაც დიდი ხანია გვიპირებს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ასევე ნახეთ

განათლების სამინისტო აცხადებს, რომ სიცრუეა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობლების პირადი მონაცემების შეგროვება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია