პოლიტიკა

დღეს, კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. ამ ფაქტს კლინიკა „ვივამედში“ თავად შეესწრო.

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს. მერე ბადრაგები შემოვიდნენ, ძლივს, როგორ იქნა ამ სიმაღლე ადამიანი აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ განმეორდა და გონება მეორედ დაკარგა. მე იქ ვიყავი, იქეთ მხრიდან ექთანი იდგა, მოვახერხე ის, რომ თავი დავუჭირე იმიტომ, რომ გაიშხლართა, მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია შვილის გონების დაკარგვას მის ორგანიზმში არსებულ მომწამვლელ ნივთიერებებს უკავშირებს.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...