პოლიტიკა

“მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს” – ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გვა­რა­მი­ას ნო­მერ მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლი, კო­ლე­გე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დახ­ვდნენ.

გვა­რა­მი­ას თქმით, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოულოდნელი იყო და ამის­თვის მზად არ იყო.

“პირ­ველ რიგ­ში გა­მარ­ჯო­ბა, მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას, ძა­ლი­ან მი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა! და­ვი­წყებ იმით რაც მკი­თხეთ, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ არ ვე­ლო­დი, უბ­რა­ლოდ, მარ­თა­ლი გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ ვი­ყა­ვი ამის­თვის მზად. ვე­ლო­დე­ბო­დი თე­ბერ­ვალ-მარტს, რო­დე­საც მი­წევ­და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არც მა­შინ ვე­ლო­დი დი­დად, რომ გა­მიშ­ვებ­დნენ მაგ­რამ მა­ინც რა­ღა­ცას წა­ვი­აქ­ტი­უ­რებ­დი მა­ინც მაგ პე­რი­ოდ­ში, თუ არ გა­მიშ­ვებ­დნენ. მაგ­რამ მა­ნამ­დე არა­ფერს არ ვე­ლო­დი. უნდა გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმას, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და დღეს. მე ვფიქ­რობ, რომ მას ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არ გა­უ­კე­თე­ბია, მან ეს გა­ა­კე­თა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც არის. ვფრიქ­რობ, რომ ეს მას ღირ­სე­ბას მა­ტებს ნამ­დვი­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც ახლა ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამ ვი­დე­ო­ებ­ში არ მომ­წონს ჩემი თავი, სა­ძაგ­ლო­ბაა და ბო­დიშს ვუხ­დი მე მას ამის გამო. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გა­ჯი­უტ­დეს და უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი” – აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია