პოლიტიკა

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“- განაცხადეს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ, საქართველოში მარტში სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ და აღნიშნეს, რომ მიმართულებები დიდწილად ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში დასახულ პრიორიტეტებს.

მათი განცხადებით, საქართველო ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და მნიშვნელვანი წინსვლა განხორციელდა“ – აცხადებენ ისინი. „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩანს, რომ რეფორმები შენელდა“.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა არ ისაუბრეს იურიდიულ ასპექტებზე, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს მისი ჯანმთელობის მდგომარეობის გარშემო არსებულ უთანხმოების თაობაზე. მოუწოდეს მთავრობასა და პაციენტის ოჯახს ჩართონ უცხოელი ექიმები.

„მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდეს ნეიტრალურ, სარწმუნო და სანდო ინფორმაციას“, – აცხადებენ ისინი.

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია