პოლიტიკა

„მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს…“ – ნათია ფანჯიკიძე

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ფემიციდის შემთხვევებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

„როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება ქვეყანაში, რატომ არ ისმის ეკლესიის ხმა, განათლების მინისტრის ხმა, ჯანდაცვის მინისტრის ხმა, სამართალდამცავთა ხმა, რატომ არავინ შეისწავლის მრავალი მხრივ საზოგადოების კატასტროფის მიზეზებს და რატომ არ ისახება მრავალმხრივი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა? მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს, თუ მათ ინსტიტუციების თანადგომა არ ექნებათ და თუ კომპლექსური მიდგომა არ შემუშავდა. პირიქითაც, მარგინალიზება მოხდება ფემინისტების, ნაკლები მოუსმენს და მეტი დაუწყებს ბრძოლას, თუ მხარს არ გაუმაგრებს ყველა, ვისაც ეს მოხალისეობრივ ნებად კი არ უნდა ჰქონდეს აღქმული, არამედ უპირველესად ევალება“, – წერს ფანჯიკიძე. 

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია