პოლიტიკა

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზრდილ შემოსავალთან ერთად, ლოკოკინების ფერმაში დასაქმება მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მათ შესაძლებლობას მისცემს ახალი პროფესიული უნარები შეიძინონ.

ლოკოკინების ფერმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანადგომითა და აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით შენდება.

ფერმის მშენებლობის პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და INL-ის დირექტორი სარა რუპერტი გაეცნენ. 

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია