პოლიტიკა

ნანა ქადაგიშვილი – შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, სააკაშვილმა ოჯახის ორი წევრი მომიკლა, მე ციხეში მამყოფა, ქონება ჩამომართვა, ქუჩაში დამტოვა და ის არის დემოკრატიის შუქურა?

შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, არ ვიცი, ეს ოპოზიციაა თუ პოზიცია, სულ ერთია ჩემთვის, გამობრძანდეს ელჩი და გვითხრას, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჯილდოს გადაცემა არის თუ არა ნორვეგიის სახელმწიფოს აზრი, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან აქციას მართავენ.

როგორც ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა აქციაზე განაცხადა, სისხლისმსმელი სააკაშვილი არ არის ადამიანის უფლებების დამცველი და დემოკრატიის შუქურა.

„შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, არ ვიცი, ეს ოპოზიციაა თუ პოზიცია, სულ ერთია ჩემთვის. გამობრძანდეს ელჩი და გვითხრას, ეს ნორვეგიის სახელმწიფოს აზრია? დააფიქსიროს. სისხლისმსმელი სააკაშვილი თურმე არის ადამიანის უფლებების დამცველი და დემოკრატიის შუქურა. მან ჩემი ოჯახის ორი წევრი მომიკლა, მე თავად, დიასახლისი, გამასამართლა, ხუთი თვე ციხეში მამყოფა, ხუთი წელი პირობითი მსჯავრი მომისაჯა, მთელი ქონება ჩამომართვა, ქუჩაში დამტოვა და ის არის დემოკრატიის შუქურა? დღემდე სამართლიანობა ვერ მიპოვია, მე დღეს, აი, ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მიპოვია, რადგან ისევ გაბოგინებული არიან ეს „ნაცები“.

ჩვენ სამი თვის წინ, 28 დეკემბერს მივედით სალომე ზურაბიშვილთან რეზიდენციაში და მან ჩვენ მოვარდნილები გვიწოდა, მაშინ დიდი შეურაცხყოფა მივიღეთ. სააკაშვილის რეჟიმის დროს იმდენი შეურაცხყოფა და დამცირება, წამება და ღირსების აყრა მივიღე, ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმე ამ ხელისუფლების პირობებში ასეთ რამეს იკადრებდა, რომ ჩვენ, შვილმკვდარ დედებს მოვარდინლებს გვიწოდებდა, ნამდვილად არ მეგონა. წარმოიდგინეთ, იმის შემდეგ სამი თვე გავიდა და კიდევ ასეთი შეურაცხმყოფელი ფაქტი ხდება, იმას აღარ ვამბობ, გიული ალასანია ყოველდღე რეებს კადრულობს. პოსტი დადო სააკაშვილმა და რა ბრძანა, თურმე ის მკვლელი არ არის, დამიმტკიცონო, ანუ პრეზიდენტი რომ ბრძანებებს გასცემდა, მიტინგების დარბევის, ხალხის მოკვლის, იმაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს? იქნებ ბოლო-ბოლო მიუჩინოთ ადგილი, რასაც იმსახურებს. ჩვენ რომ წყნარად, ტოლერანტული დამოკიდებულებით ვექცევით, სულ მთლად თავზე გავიდნენ ეს „ნაცები“ და თავზე გვაყრიან მართლა ყველაფერს. ყველა გავასამართლოთ ისე, რასაც იმსახურებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთოს, ანდა ხალხი გავაკეთებთ, ჩვენ თავად გავუსწორდებით ამათ, ნამდვილად გავუსწორდებით. ჩემი შვილის მკვლელობას არავის არ შევაწევ, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

ფოტო: 1tv.ge

ასევე ნახეთ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, დასწრება თავისუფალია

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია