არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაციები, რადგან, პირველ რიგში, ეს არ შედის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესში. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ჰუმანიტარულ ჭრილში და დაიცალოს პოლიტიკისგან. სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.