პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი – არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაციები, რადგან, პირველ რიგში, ეს არ შედის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესში. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ჰუმანიტარულ ჭრილში და დაიცალოს პოლიტიკისგან. სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია