პოლიტიკა

ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა. ჯილდო მას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევში, რადაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადასცა.

ნიკა გვარამია პირველი ქართველია, ვისაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია