“სუხიშვილების“ ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
“ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის. ზურა ჯანმრთელი და პიროვნულად ძლიერი ადამიანია, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის”, – ამბობდა AMBEBI.GE-სთან ანსამბლის მენეჯერი, ხატია ეკიზაშვილი.