პოლიტიკა

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავია რეისი

გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავია რეისი.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი.

ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია