პოლიტიკა

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას

რუსული მედიის bloknotborisoglebsk.ru ინფორმაციით ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას.

ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეი ზგონიკოვი თამარ გვერდწითელზე ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ მან რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა და ეს მისი მხრიდან „ლამაზი საქციელი“ არ არის.

აქვე აღსანიშნავია, რომ „რუსეთის მამები“ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციაა.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია