პოლიტიკა

პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა, დღევანდელ კენჭისყრაზე, “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პროცედურის თანახმად, კენჭი ეყარა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს, პირვანდელი ვერსიით, კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: 82 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი.

მანამდე კი კენჭი უყარეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელსაც მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 26-მა მისცა ხმა.

შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

ვეტოს დაძლევით კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია