პოლიტიკა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის გამართვას გეგმავენ.

აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ასევე ნახეთ

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის შინაარსს „პრაიმ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია