პოლიტიკა

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს, სანამ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.

„როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, – განაცხადა მსხილაძემ.

ასევე ნახეთ

ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია