პოლიტიკა

ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტები ემსხვერპლნენ

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია