პოლიტიკა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დღეიდან იწყება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი გვაქვს. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას – ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთანაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზოგადად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დიდი მხარდამჭერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, ცენტრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე.

“ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია