პოლიტიკა

რას ამბობენ მკურნალი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ამის შესახებ კლინიკა ვივამედში ექიმებმა განცხადება გააკეთეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ექიმების განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ სხეულის წონა და მასა დაქვეითებული რჩება.

ამბობენ, რომ 20 თებერვალს წონა იყო 67 კილოგრამი და სხეულის მასის ინდექსი იყო 18,2, გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია და ძირითადად საწოლშია.

მათივე თქმით, პაციენტის ყოველდღიურ რეჟიმში ენერგეტიკული ბალანსი მიდის უარყოფით რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს, დაახლოებით, მესამედს ან მეოთხედს კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება.

განმარტავენ, რომ მას აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებთან, რა პირობებშიც იმყოფება.

დეტალები: მათი განმარტებით, სააკაშვილს კიდურები სტკივა, განიცდის ამას და მას ექიმები ყველანაირად ეხმარებიან, მაგრამ ტკივილი რჩება.

“ყველაზე სავალალო ისაა, რომ კლება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. გულისრევა ძალიან იშვიათადაა, თუმცა არაბალანსირებული კვება ძალიან გვიშლის ხელს”, — ამბობს ექიმი.

განმარტავენ, რომ პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად, უკეთებენ სისხლის საერთო და სხვადასხვა საჭირო ანალიზებს.

მათივე თქმით, არის უმნიშვნელო ცვლილებები და აუხსნეს, რომ უნდა მიიღოს სალათები.

“რასაც ვეუბნები, სჯერა. ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება. ჰემოსტაზის მაჩვენებლებიც გამოსწორებულია. თადარიგს ვჭერთ, რომ ცვლილებები არ გაღრმავდეს”, — თქვა ექიმმა.

ენდოკრინოლოგის თქმით, არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, რომლებიც ხასიათდება მადის დაქვეითებით, თუმცა ეს ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა.

“რაც ნიშნავს იმას, რომ ესაა პაციენტის ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე, რომელიც თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტითაა განპირობებული, ამას თავადაც აღნიშნავს”, — განმარტავს ექიმი.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია