პოლიტიკა

რას ჰყვება 12 წლის გოგოს ბაბუა – დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა, მანუჩარ დვალი საუბრობს.

მისი თქმით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.

“12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი… დავიღუპეთ… გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო… აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ თითქოს ვინმემ იძალადაო. ერთ-ერთი ჩემი დის შვილიშვილი სახლში წამოვიდა, ეს საწყალი ანუშკი მარტო წამოვიდა ამ მიდამოებში, როგორც ჩანს, აქედან მიდიოდა სახლში. რომ მოვედი, თბილი იყო… ვერაფერი ვერ ვუშველეთ…,” – ამბობს გარდაცვლილის ბაბუა.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...