პოლიტიკა

“რეგიონები ორბელიანების სასახლეში” – 21 ნოემბერს “სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს

 როგორც ცნობილია, “რეგიონები ორბელიანების სასახლეში” – 21 ნოემბერს “სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს.

  კვირეულის დაფუძნების მთავარი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობაა, ასევე ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე.

„სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და მისი პოტენციალის წარმოსაჩენად.

სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის” პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული.

სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია