პოლიტიკა

რეკრეაციული სივრცე საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად

ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

„როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. დღეს, ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ. დავიწყეთ მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთის მფლობელებთან. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა. მონაცვლეობის თემაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, ლამაზი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა დაავალა.

ასევე ნახეთ

სახალხო დამცველი – მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი

ომბუდსმენის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია