პოლიტიკა

რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაციას რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმით გახსნის შესახებ. რიკოთის უღელტეხილი 8 აპრილს გაიხსნა თუმცა კვლავ გრძელდება მეწყრული უბნის მუდმივი მონიტორინგი.

სპეციალური რეჟიმი ითვალისწინებს ავტომობილებისთვის გადაადგილების შემდეგ წესებს:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა იქ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო 30 მარტს შემდეგ აიკრძალა. ამ დროიდან მგზავრები გადაადგილდებოდნენ ალტერნატიული, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით. ამ გზით სარგებლობა კვლავ შეუზღუდავად არის შესაძლებელი.

ასევე ნახეთ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...