Breaking News

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ISFED ადვოკატ შოთა თუთბერიძისა და აქციის მონაწილეების დაკავებაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა

ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, გუშინ, პარლამენტთან ადვოკატ შოთა თუთბერიძისა და სამოქალაქო აქციის მონაწილეების დაკავება „გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების გათავისუფლებისკენ.

„ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ 1-ელ ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.

მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა“,- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია