პოლიტიკა

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველი: მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა

სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა, – ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მსროლელი ამ კორპუსში 5 წელია ცხოვრობდა.

„სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს“,- განაცხადა ადგილობრივმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ასევე ნახეთ

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია