პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს – საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს.

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...