პოლიტიკა

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში –  სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს კი, როდესაც რომის პაპი საზეიმო მესას აღავლენს, მისი დასრულების შემდეგ, ილია მეორეს “ავე მარია” და სავარაუდოდ “შენ ხარ ვენახი” შესრულდება.
”დიდი პატივი და სიხარული გვერგო – წარმოვადგინოთ ქართული გალობა, სიმღერა და საგუნდო მუსიკა მსოფლიოს სულიერ და კულტურ ცენტრში, იქ, სადაც მიქელანჯელოს, რაფაელის, ლეონარდოსა და სხვა დიდოსტატების შედევრები ადიდებენ უფალს და ადამიანთა შორის სათნოებას, იქ, სადაც არის საფლავი წმიდა მოციქულების პეტრესი და პავლესი…
მადლობა ყველას, ვისი წყალობითაც ეს ბედნიერება გველის.” – აცხადებენ სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდში.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია