პოლიტიკა

საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა.

მათივე განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და მას მიენიჭა უფლება სხვა ბევრ ქვეყანას შორის გაეწია მასპინძლობა 2023 წლის ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისათვის.

„ფორუმში ევროპის 32 ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა.

ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 წლის ვადით მიენიჭა ENQA-ს სრული წევრის სტატუსი. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

2021 წელს განხორციელდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ENQA-ს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია იქნა შესრულებული, რომლის შედეგად გაიზარდა საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი, ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან.

ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მასპინძლობა გაეწია ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისათვის, არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან“, – ნათქვამია განცხადებაში

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია