Breaking News

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით. ეს ფაქტი ქართული თაფლის საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმის ტეროტორია, გამორჩეული ადგილია ბიო პროდუქციის წარმოებისთვის, ამის ხელშემწყობია ბუნებრივი რესურსები, მიკროკლიმატი და ეკოლოგიური გარემო. თუმცა იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ორგანული ბაზრისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, საჭირო გახდა ბიო სერტიფიცირების პროცესის დაწყება. სწორედ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, პროდუქციის ბიოსერტიფიცირების პროცესები დაიწყო.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში წარმოებული თაფლისთვის ხელშეწყობა მხოლოდ სერტიფიცირების სუბსიდირებით არ განისაზღვრება. პარტნიორმა ბენეფიციარებმა რათა წარმოება განევითარებინათ საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვა მოახერხეს, შეისწვლეს ბიო პროდუქტების დამზადების განახლებული წესები და გაიდლაინები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, მიიღეს მარკეტინგული მხარდაჭერა და სწავლებები, აგრეთვე ექსპერტის აგენტის დახმარება და სხვა.

დღეისათვის ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით, 7 მცირე და საშუალო საწარმო ვითარდება, რათა საქართველოში წარმოებულმა ორგანულმა და ბიო სერტიფიცირებულმა თაფლმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს საერთაშორისო ბაზარზე.

წყარო: https://commersant.ge/

 

Check Also

სასიხარულო ინფორმაცია ქართველი მძღოლებისთვის

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია