პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს

საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები დაიწყება.

როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი ასეთი იქნება: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია