პოლიტიკა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია