პოლიტიკა

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ იქნება შესაძლებელი

4 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია