პოლიტიკა

საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა მოქმედებდა 2019 წლის ზაფხულიდან, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა.

“საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი ფრენები შეასრულონ. ამ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა გაცემული არ არის, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც სანქცირებული არ იქნება, პირდაპირი რეისების შესრულებას შეძლებენ, ისივე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში”,-ამბობს ქვრივიშვილი.

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია