პოლიტიკა

სავარაუდო ტერორიზმი კოპენჰაგენში – არის მსხვერპლი

დანიის დედაქალაქ კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კოპენჰაგენის პოლიცია დაღუპულების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სავაჭრო ცენტრში არიან დაშავებულებიც.

დანიის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დანიის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი.

სავაჭრო ცენტრში სროლის დაწყების მოტივი უცნობია, მაგრამ კოპენჰაგენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ტერორიზმის ვერსიას არ გამორიცხავენ. ტრაგიკული ინციდენტი „ფილდზის“ სავაჭრო ცენტრში მოხდა, რომელიც ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია დანიაში, 140-ზე მეტი მაღაზიითა და რესტორნით.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია