პოლიტიკა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიწისძვრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ

სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის ცალსახა კორელაცია არ არსებობს, – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს,  მიწისძვრასთან დაკავშირებით არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.

„თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.

მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფრასტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა.

აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ, საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობების გამო, ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა).

კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები.

გვსურს, განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.

საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.

გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს“, – ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია