პოლიტიკა

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილს თავის დარტყმის შედეგად თავზე აქვს დაზიანება

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავის დარტყმის შედეგად თავზე აქვს დაზიანება.

ადვოკატმა მიმართა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, სააკაშვილის გონების კარგვის კადრების გასაჯაროებისკენ, სადაც ყველა დაინახავს, რა, როგორ მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილმა მომიყვა იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა. მანახა მაგიდა, რომელზე ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდაა. მაგიდას რკინის კონსტრუქცია აქვს. მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც მთავარია, მას არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრები რომ შეინარჩუნონ და არ მოკვდეს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ექიმებმა იციან, მაგრამ ექიმები არიან შეშინებულები და ამ ყველაფერს ხმამაღლა არ აცხადებენ. თუმცა, ბუნებრივია, დადგება დრო, როდესაც ეს ფაქტები, თუ რა ტიპის მკურნალობა როგორ უტარდება, გამოაშკარავდება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ის არ ეთანხმება, მკურნალობის მხრივ კლინიკის ნათქვამს.

„ვერ დავეთანხმებით, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიის ბოლო მონაცემებს თუ შევისწავლით ვნახავთ, რომ ამ ადამიანს არანაირი სერიოზული მკურნალობა არ უტარდება. უტარდება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. თვითონ ნებისმიერ მკურნალობაზე თანახმაა, რომელიც მის სიცოცხლეს გააუმჯობესებს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ტიპის მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება საქართველოში, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არაერთმა უცხოელმა ექსპერტმა დასაბუთებულად დაამტკიცა ის პოზიციები და მდგომარეობა, რაც სააკაშვილს ახლა აქვს. ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია