პოლიტიკა

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია