პოლიტიკა

შემდეგი შენ ხარ – რუშდიზე თავდასხმის შემდეგ მოკვლით ჯოან როულინგს დაემუქრნენ

ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, სიკვდილის ღია მუქარა მიიღო. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ცოტა ხნის წინ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ამბით შეძრული იყო. იმავე პოსტის კომენტარებში როულინგს პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებელმა უპასუხა და დაემუქრა: “ნუ იდარდებ, შემდეგი შენ ხარ”.

აღსანიშნავია, რომ ამავე მომხმარებელმა მანამდე რუშდიზე თავდამსხმელის ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი რევოლუციის მცველი შიისტია. როულინგისადმი მუქარის ავტორი კი საკუთარ თავს “სოციალურ და პოლიტიკურ აქტივისტს” უწოდებს.

მუქარის მიღების შემდეგ, ბრიტანელმა მწერალმა ტვიტერზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის ადმინისტრაციას დახმარებისკენ მოუწოდა. მალევე როულინგმა გამომწერებს შეატყობინა, რომ საქმეში პოლიცია ჩაერთო.

ასევე ნახეთ

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია