საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო – ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას.
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: vote.junioreurovision.tv, უყურეთ ვიდეოკოლაჟს, შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე, მონიშნეთ საქართველო, მარიამ ბიგვავა და კიდევ ორი ქვეყანა.
ხმის მიცემის დასრულებისთვის შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ამოცანა (მაგ. 2+2; 8-4) და დაადასტურეთ ხმის მიცემა.
ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას.
ხმის მიცემა განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ დროს შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, რათა მეოთხედ გავიმარჯვოთ საბავშვო ევროვიზიაზე.
ერევანში, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული მარიამ ბიგვავა, სიმღერით I Believe/მჯერა. საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი – იზა ნადარეიშვილი.
საბავშვო ევროვიზიის შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 11 დეკემბერს, 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.
#შენიხმაცდავიმარჯვებთ