Breaking News

შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი და დაშავდა ორი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ ექსპერტი.

აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“,-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია