პოლიტიკა

შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სიკვდილამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა.

მკვლელობა დღეს საბურთალოზე მოხდა. მოკლულია 49 წლის ნ.ხ.  დედის მკვლელობის შემდეგ კი ახალგაზრდა ბიჭმა ვიდეო ჩაწერა.

„თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ, იმიტომ რომ თავი მოვიკალი და სანამ ამას ჩავიდენდი მე მოვკალი დედაჩემი. არ მინდოდა, რომ ეს ჩამედინა.არ მინდა, რომ ყველაფერი ასე იყოს. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ ამხელა ტრაგედია მოხდა…“, – ამბობს ვიდეოში. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე და სსკ-ის 109-ე მუხლებით დაიწყო.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია