Breaking News

სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტს მართავს, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე სრულდება ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება.

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიაქმა გამოთქვა და ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში დღეს პირველად ისმის. სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.

29 ივნისს კი სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პატრიარქის „ავე მარიას“ შეასრულებს.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია